დოკუმენტური ფილმი კავკასიური ინსტიტუტის კიდევ ერთი წარმატებული ინიციატივის, სათემო მობილიზაციის კარგი მაგალითის  - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიქეთში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების შესახებ.

19-20 დეკემბერს, პლურალიზმის და რელიგიური მრავალფეროვნების სალექციო კურსის მესამე შეხვედრის სტუმრები იყვნენ სცენარისტი ქეთი დევდარიანი და სოციოლოგი, ემზარ ჯგერენაია. პროექტის მონაწილეებმა მომხსენებლებთან ერთად ისაუბრეს სტერეოტიპების, საზოგადოებაზე მათი გავლენის, შრომასა და რელიგიას შორის არსებული ურთიერთმიმართების შესახებ.

სრულად ნახვა ...

11 დეკემბერს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობა“. შეხვედრაზე მომხსენებლებმა (გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი,საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი) და მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა,  ისაუბრეს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობაზე ....

სრულად ნახვა ...

17 დეკემბერს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ქ. ქუთაისში, გაიმართა დისკუსია: „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური განვითარების სტრატეგია". დისკუსია ჩატარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდი „აფხაზინტერკონტის“, ოფისში . დისკუსიის განხილვის თემა იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტი: „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია“. 

სრულად ნახვა ...

21–22 ნოემბერს ბათუმსა და ახალციხეში ჩატარდა რიგით მეორე ლექცია პლურალიზმის, მრავალფეროვნებისა და რელიგიური ტოლერანტობის კურსის ფარგლებში. მოხსენების თემას წარმოადგენდა: ქალი ქრისტიანულ ტრადიციაში და იუმორი და რელიგია. შეხვედრის სტუმრები იყვნენ ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და სცენარისტ–იუმორისტი გიორგი ჯანელიძე.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია