კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში საშუალება გეძლევათ გაეცნოთ ფონდი ჰორიზონტის მიერ გამოცემულ წიგნს „მთვრობა და მესამე სექტორი: ურთიერთობები სოციალურად და ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებში".
სრულად ნახვა ...
10-11 ივლისს თბილისში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი საჯარო ფორუმების მოდერაციაზე. ტრენინგი კავკასიურმა ინსტიტუტმა ცვლილებების და კონფლიქტების მართვის ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელა.
სრულად ნახვა ...
ესეს კონკურსში "მე და არჩევნები" ჟიურიმ გამოავლინა 15 გამარჯვებული. კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა დავით ჟორჟოლიანი, მეორეზე - ზაზა ზანგურაშვილი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ნუცა ღულაძემ.
სრულად ნახვა ...
26-30 იანვარს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროექტის წერა და დონორებთან მუშაობა”. ტრენინგის მონაწილეები იყვნენ საქართველოს 4 რეგიონის: აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლები. რეგიონული შეხვედრები ტარდება კავკასიური ინსტიტუტის პროექტის: „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში, Brot für die Welt-ის პარტნიორობით.
სრულად ნახვა ...
მცხეთის სასწავლო ცენტრში არსებული ახალგაზრდების განვითარების პროგრამის ფარგლებში, მორიგი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „კულტურული მრავალფეროვნების როლი დემოკრატიულ პროცესებში“. ტრენინგს უძღვებოდა კავკასიური ინსტიტუტის (CIPDD) საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი - რუსუდან აფციაური. "უმნიშვნელოვანესია, რომ ახალგაზრდები ვაცნობიერებდეთ კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების დადებით მხარეებს, პატივს ვცემდეთ განსხვავებულ ადამიანებს და ერთად, თითოეული ადამიანის უნიკალურობის გათვალისწინებით " - ასეთია მონაწილეთა აზრი...
სრულად ნახვა ...
|