პროექტის "ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის"- ფარგლებში, მოწვეულმა ტრენერმა სულხან სალაძემ, ოთხი მუნიციპალიტეტის: ადიგენის, გარდაბნის, დმანისის და თეთრიწყაროს საინიციატივო ჯგუფების წევრებს, გააცნო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. 23 აპრილს ჩატარდება მეორე ტრენინგი, რომელიც თვითმმართველობის საკითხებს მიეძღვნება.
სრულად ნახვა ...
6 აპრილს, მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეხუთე შეხვედრის თემა იყო შინტოიზმი, მომხსენებელი - აღმოსავლური რელიგიების მცოდნე, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ნინი ქილარჯიანი.
სრულად ნახვა ...
თუ ხართ 16–დან 30 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობთ გორში, გიწვევთ რელიგიის ისტორიისა და კულტურის სალექციო კურსზე! კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ რელიგიების – იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი – ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრებიან შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდებიან ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს.
სრულად ნახვა ...
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ უკვე მეხუთედ გთავაზობთ პროექტს „მსოფლიო რელიგიათა კლუბი“. კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს.
სრულად ნახვა ...
დოკუმენტური ფილმი კავკასიური ინსტიტუტის კიდევ ერთი წარმატებული ინიციატივის, სათემო მობილიზაციის კარგი მაგალითის - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიქეთში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების შესახებ.
|
გამოცემები ...
|