კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში საშუალება გეძლევათ გაეცნოთ ფონდი ჰორიზონტის მიერ გამოცემულ წიგნს „მთვრობა და მესამე სექტორი: ურთიერთობები სოციალურად და ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებში".
10-11 ივლისს თბილისში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი საჯარო ფორუმების მოდერაციაზე. ტრენინგი კავკასიურმა ინსტიტუტმა ცვლილებების და კონფლიქტების მართვის ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელა.
ესეს კონკურსში "მე და არჩევნები" ჟიურიმ გამოავლინა 15 გამარჯვებული. კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა დავით ჟორჟოლიანი, მეორეზე - ზაზა ზანგურაშვილი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ნუცა ღულაძემ.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ რობერტ პატნემის წიგნს "როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიციები თანამედროვე იტალიაში".