მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ უკვე მეხუთედ გთავაზობთ პროექტს „მსოფლიო რელიგიათა კლუბი“. კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს.
სრულად ნახვა ...
დოკუმენტური ფილმი კავკასიური ინსტიტუტის კიდევ ერთი წარმატებული ინიციატივის, სათემო მობილიზაციის კარგი მაგალითის - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიქეთში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების შესახებ.
19-20 დეკემბერს, პლურალიზმის და რელიგიური მრავალფეროვნების სალექციო კურსის მესამე შეხვედრის სტუმრები იყვნენ სცენარისტი ქეთი დევდარიანი და სოციოლოგი, ემზარ ჯგერენაია. პროექტის მონაწილეებმა მომხსენებლებთან ერთად ისაუბრეს სტერეოტიპების, საზოგადოებაზე მათი გავლენის, შრომასა და რელიგიას შორის არსებული ურთიერთმიმართების შესახებ.
სრულად ნახვა ...
11 დეკემბერს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობა“. შეხვედრაზე მომხსენებლებმა (გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი,საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი) და მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა, ისაუბრეს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობაზე ....
სრულად ნახვა ...
|
გამოცემები ...
|