ძვირფასო მეგობრებო, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა განაახლა ვებ-გვერდი www.ShenMartav.ge. ვებ-გვერდის საშუალებით შევეცადეთ შეგვექმნა ერთიანი დამოუკიდებელი ინტერნეტ-სივრცე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თვალი ადევნონ არჩეული დეპუტატის საპარლამენტო მოღვაწეობას, წერილობით დაუსვან მნიშვნელოვანი კითხვა პარლამენტის წევრებს. პასუხები განთავსდება ვებ–გვერდზე და შესაბამისად ფეისბუქზე.

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ არჩევანს. საქართველოს და უკრაინის სოლიდარობას დიდი ხნის ისტორია აქვს. დღესაც, უკრაინას სჭირდება სოლიდარობა ჩვენგან თუ სხვა ქვეყნებისგან. ჩვენი კონკრეტული ინტერესები ევროინტეგრაციის კუთხით ერთმანეთს უკავშირდება, ამიტომ სწორია და საჭირო უკრაინის ევროპულ არჩევანს მხარი დავუჭიროთ- განაცხადა კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ.

პარლამენტში ინიცირებული თვითმმართველობის ახალი კოდექსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

სრულად ნახვა ...

საქართველოს მთავრობა თვითმმართველობის ახალ რეფორმას იწყებს. დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების კონცეფცია უკვე გამოქვეყნდა. დაგეგმილ რეფორმაზე "ბათუმელები" თვითმმართველობის რეფორმების საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს წევრს დავით ლოსაბერიძეს ესაუბრა. 

სრულად ნახვა ...
shenMartav.ge30.10.2013

ვებ–გვერდი ShenMartav.ge შეიქმნა ერთობლივი პროექტის „სამოქალაქო განათლება“ ფარგლებში, რომელსაც 2012 წლიდან ახორციელებდნენ „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ და პარტნიორი ორგანიზაცია –„საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო“, რომლის დონორებიც იყვნენ ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის, ნიდერლანდების სამეფო და ღია საზოგადოების ინსტიტუტი.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია