კავკასიური ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარი/ანალიტიკოსის პოზიციაზე!
შერჩეულმა მკვლევარმა უნდა გააანალიზოს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მიგრაციის თემაზე ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემების და ფოკუს ჯგუფების შედეგები, და მოამზადოს ანალიტიკური ანგარიში (30-40 გვერდი). სამუშაო უნდა განხორციელდეს სამი კვირის განმავლობაში.
მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში (უპირატესობა მიენიჭებათ დოქტორანტებს)
* მიგრაციის საკითხებზე კვლევის გამოცდილება;
* აკადემიური წერის გამოცდილება;
* ანალიტიკური უნარი
* გამოქვეყნებული სტატიები
* ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV, სამოტივაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისობა გამოცხადებულ პოზიციასთან, შემდეგ მისამართზე: info@cipdd.org. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 მაისი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს!
უკან დაბრუნება..