კავკასიური ინსტიტუტი გთავაზობთ საზაფხულო ლექციების და დისკუსიების კურსს: "ლიბერალიზმი და მისი კონკურენტები - რაზე კამათობენ თანამედროვე სამყაროში?" ექვს კვირიანი კურსის ფარგლებში მონაწილეები გაერკვევიან ლიბერალიზმის ძირითად იდეებს. კურსის ფორმატით გათვალისწინებულია როგორც ინტერაქციული ლექციები, ასევე დებატები.

სრულად ნახვა ...

კავკასიური ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარის პოზიციაზე. შერჩეული მკვლევარი პასუხისმგებელი იქნება, მოახდინოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგი გარკვეული თემატიკის ირგვლივ (შარლ მიშელის ხელშეკრულების იმპლემენტაცია და ამასთან დაკავშირებული მოვლენები და პოლიტიკური დისკუსია) და ამის საფუძველზე მოამზადოს პერიოდული ანალიტიკური ანგარიშები. სამუშაოს დაწყების თარიღია 20 ივნისი. ხანგრძლივობა: 4 თვე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13 ივნისი. დეტალური აღწერისთვის, გთხოვთ, იხილოთ სრული განაცხადი: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=306912

სრულად ნახვა ...

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ იწყებს მსოფლიო რელიგიათა კლუბის ახალ სეზონს , ახალციხეში . კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას.

სრულად ნახვა ...

დღეს კავკასიური ინსტიტუტი იუბილარია. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია და არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მაგრამ ის არ არის ნეიტრალური, პოლიტიკური ღირებულებების თვალსაზრისით. საჭიროების შემთხვევაში ის მონაწილეობს ლიბერალური დემოკრატიის მხარდამჭერ სამოქალაქო ინიციატივებში. წარმატებები და წინსვლა!

სრულად ნახვა ...

პროექტი: "სოფლის  თემების ჩართულობა და მდგრადი განვითარება საქართველოში". სათემო საინიციატივო ჯგუფების ტრენინგი ბორჯომში. 12-14 მარტი, 2021.   პროექტი: " სოფლის თემების ჩართულობა და მდგრადი განვითარება საქართველოში" დაფინანსებულია "Bread for the World"-ის მიერ.

სრულად ნახვა ...

 1  | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | შემდეგი | ბოლო
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია