პროექტი: გამოცემა მომზადდა დანიის დევნილთა საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის სამხრეთ კავკასიელი ექსპერტების ქსელი იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხების პოლიტიკის ფასილიტაციისთვის ფარგლებში
ენა: რუსულ-ინგლისური
გვერდი: 216
© CIPDD
კოორდინატორი: მალხაზ სალდაძე
ხანგრძლივობა იანვარი-აგვისტო 2007დონორი დანიის დევნილთა საბჭო
ირაკლი აბაშიძის ქუჩა 58
0162 თბილისი, საქართველო
ტელ/ფაქსი: + (995 32) 251154 /970105 /970106
აღწერა
პროექტის მიზნები
გრძელვადიანი მიზნები:
• იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესების ასახვა მათი დაბრუნებისა და ქონების რესტიტუციის საკითხებზე ხანგრძლივ ვადიან სტრატეგიულ მიდგომაში
მოკლევადიანი მიზნები:
• იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების/რესტიტუციის საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში საექსპერტო მხარდაჭერა;
• აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის და კავშირების გაუმჯობესება, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე.
პროექტის შედეგები
• სამხრეთ კავკასიის ექსპერტთა ქსელის დაარსება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების/რესტიტუციის შესაძლებელი პოლიტიკის ძირითადი მიდგომების გამოკვეთა შესაბამის დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგისა და დისკუსიის გზით;
• იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების/რესტიტუციის შესაძლებელი პოლიტიკის მხარდასაჭერად რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება;
• შესაბამის დაინტერესებულ მხარეთათვის (სახელმწიფო ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები) მოცემულ საკითხებზე საექსპერტო ცოდნის გადაცემა.
