პრესკონფერენცია და გამოფენა ,,სამოქალაქო საზოგადოება: პარტნიორი რეფორმების პროცესში’’ 05.03.2014

ხუთშაბათს, 6 მარტს, 17:00 საათზე, ქარვასლის საგამოფენო ცენტრში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა მონაწილეობით პრესკონფერენცია და გამოფენა ,,სამოქალაქო საზოგადოება: პარტნიორი რეფორმების პროცესში’’ გაიმართება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 34 ახალ პროექტს აფინანსებს.
ღონისძიების ორგანიზატორი და ინიციატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის: 2014 წელს ევროკავშირმა გასცა 34 გრანტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა პროექტებისათვის. აღნიშნული გრანტები მინიჭებული იქნა იმ სამი ძირითადი ინსტრუმენტის მეშვეობით, რომლებიც ევროკავშირმა შექმნა სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.
ეს ინსტრუმენტებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული ინსტრუმენტი (EIDHR), არასახელმწიფო აქტორები და ადგილობრივი ხელისუფლება და სამეზობლოს სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი.
ქარვასლის საგამოფენო ცენტრი თბილისი, სიონის ქ. 8 (სიონის ტაძრის გვერდით)
https://www.facebook.com/events/1429343947305937/


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია