პროექტის სახელწოდება: მობილური ჯგუფები ვაქცინაციისთვის
პროექტის შემსრულებელი: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი 2021- 1 აპრილი 2022
დონორი: შავი ზღვის თანამეგობრობის მხარდაჭერის ფონდი
პროექტის კოორდინატორი: ფლორა ფაჩულია
პროექტის მიზნები:
* COVID-19 საწინააღმდეგო საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
* უსაფუძვლო მითების სამეცნიერო არგუმენტაციით გაბათილება
* დაინტერესებული პირების ვაქცინაციის პორტალზე დარეგისტრირება
* საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის გავლა
*მსურველთა ადგილზე ასაცრელად სამედიცინო ბრიგადების გაგზავნა
*სამივე რეგიონში, მობილური ჯგუფები შემდგარია ახალგაზრდა მოხალისეებისგან, რომელთაც ადგილობრივი კოორდინატორები უწევენ ხელმძღვანელობას (Hurie Abashidze, Tako Tumanishvili, Kamran Afandiyev).
პირველ რიგში, მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი კოვიდ ვაქცინისა და მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის ტექნიკებზე.
*ჯგუფები თითოეულ მუნიციპალიტეტის 18 სოფელს (ჯამში 54 სოფელი) მინიმუმ ერთი დღით ესტუმრებიან.
* ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრიორიტეტი მიენიჭება იმ სოფლებს, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული ეთნიკურად სომხური ან აზერბაიჯანელი მოსახლეობა და, ენობრივი ბარიერის გამო, კიდევ უფრო ნელა ვრცელდება ინფორმაცია.
*მოხალისეები თითოეულ სოფელში გაშლიან კარავს, ყველა მსურველს მოიწვევენ სასაუბროდ, უპასუხებენ მათ შეკითხვებს და გადასცემენ საინფორმაციო ბროშურას (შესაბამის ენაზე), რომელიც პროექტის ფარგლებში დამზადდა. გაუმასპინძლდებიან ცხელი ჩაით და ყავით *სამივე მუნიციპალიტეტში, ასევე, შედგება საინფორმაციო შეხვედრები მასწავლებლებთან, რომელიც მიმართული იქნება: - ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე; - მასწავლებლების მოსწავლეებთან ამ თემაზე სწორი კომუნიკაციის ტექნიკებზე. აცრილ ან დარეგისტრირებულ მასწავლებლებს შორის ასევე გაიმართება წამახალისებელი ლატარია, თითოეულ მუნიციპალიტეტში ერთი მასწავლებელი მიიღებს წიგნის მაღაზიის ვაუჩერს.
*პროექტის დასასრულს, მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ შემაჯამებელი შეფასების სემინარზე თბილისში, სადაც ერთმანეთს მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ. მათ მოსაზრებებზე დაყრდნობით შეიქმნება მცირე დოკუმენტი, რომელიც მიმოხილავს ვაქცინაციის პოპულარიზაციის შესაძლო სტრატეგიას.
უკან დაბრუნება..