რესურს ცენტრი23.02.2013

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ სახელმძღვანელოს:" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლობედია".
სახელმძღვანელოში თავმოყრილია ის უმნიშვნელოვანესი მასალები, რაც საფუძვლიან ცოდნას მისცემს PR - ით დაინტერესებულ მკითხველებს. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს ამ სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს, რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტებს, ჟურნალისტებს, ასევე PR სპეციალობის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
ამ წიგნთან ერთად რესურს ცენტრში შეგიძლიათ მოიძიოთ 700-მდე წიგნი, ჟურნალი და სტატია დეცნტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის ამ პროცესის პოლიტიკურ და ფინანსურ ასპექტებზე, მოქალაქეების ჩართულობაზე, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების გამოცდილებაზე. რესურს ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. დამატებითი კითხვებისთვის შეგვეხმიანეთ: ნინო ღამბაშიძე: nino@participate.ge ან ტელ: 2355154.
რესურს ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია