Democracy think tank-ების როლი განვითარებად დემოკრატიებში11.06.2013
რა არის დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების - Democracy think tank-ების როლი განვითარებად დემოკრატიებში, ანუ ქვეყნებში, სადაც ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს, მაგრამ მათ ფუნქციონირებაში სერიოზული ხარვეზები აღინიშნება?აშშ დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) არსებულმა დემოკრატიის კვლევის საერთაშორისო ფორუმმა თხოვა ცხრა ორგანიზაციას, რომელიც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტების ქსელში“ შედის, ამ კითხვაზე პასუხი გაეცა, და ამ დღეებში შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა. ამ მხრივ საქართველოს ვითარება გაანალიზა კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ, გია ნოდიამ. ანგარიშის გამოსვლას გამოეხმაურა რადიო თავისუფლების ქართული სამსახურიც.უახლოეს ხანებში კავკასიური ინსტიტუტი გამართავს საჯარო დისკუსიას ამ თემაზე.