საქართველოს მოქალაქეები აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით უფრო ხშირად იღებენ უარს სავიზო განაცხადზე. რატომ? მიზეზი ძირითადად გართულებული პროცედურების და არამკაფიო ინსტრუქციების შედეგად დაუსრულებელი ან არასწორად შევსებული სავიზო აპლიკაციების წარდგენაა, რაც უარის საფუძველი ხდება. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) და შტეფან ბატორის ფონდი (პოლონეთი) ფონდი ღია საზოგადოება საქართველოსთან ერთად 23 ოქტომბერს, 12:15 ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს საკონფერენციო დარბაზში, ჭოველიძის 10 აწყობენ დისკუსიას, რომელზეც საქართველოს მოქალაქეების წინაშე სავიზო განაცხადის მომზადებისას არსებული პრობლემები იქნება განხილული. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ახალი საინფორმაციო ბროშურა როგორ მივიღოთ ვიზა, რომელშიც მოცემულია დამატებითი ინფორმაცია სავიზო პროცედურების შესახებ.
უკან დაბრუნება..