მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ეწყობა სტუდენტური დებატები თემაზე: სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში. სტუდენტური დებატების პარალელურად ჩატარდება ბლოგების კონკურსი. კონკურსი ღიაა საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში) რეგისტრირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალვრიატის ყველა სტუდენტისთვის.
საკონკურსო ბლოგების ზოგადი თემებია:
* სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული განვითარების პროცესში;
*არგუმენტირებული დებატების მნიშვნელობა საჯარო დისკუსიებში;
*პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ keti@participate.ge
უკან დაბრუნება..