დაარსებიდან 21 წლის მანძილზე კავკასიური ინსტიტუტის მისია უცვლელია:
ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატია იყოს არა ახალი დოგმატური იდეოლოგია, სადაც საზოგადოების ავანგარდი ერთადერთ სწორ იდეას ახვევს თავს “ჩამორჩენილ” თანამოძმეებს, არამედ პროცესი, რომელშიც მოქალაქეები პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. კავკასიური ინსტიტუტი არის საზოგადოებრივი დისკუსიის კატალიზატორი: ჩვენ მოვიპოვებთ ცოდნას საზოგადოებრივი პრობლემების შესახებ, ვთავაზობთ საზოგადოებას მათ ანალიზს, შეფასებას და გადაწყვეტის ხედვას, ვაფართოვებთ იმ ადამიანთა წრეს, ვისაც უნდა და შეუძლია, ჩაერთოს საჯარო პრობლემებზე ბჭობაში.
უკან დაბრუნება..