საინტერესო შეხვედრა!17.04.2015

7 აპრილს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ჰოლანდიაში, ქ. როტერდამში მოღვაწე ქართველ არქიტექტორს გელა ხომერიკს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლები. პროექტი ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ქართული დიასპორის წარმომადგენლების მოწვევას სამშობლოში ტრეინინგის ფორმატში თავიანთი გამოცდილების გაზიარების მიზნით. გელა ხომერიკმა სახელმწიფო მინისტრს გააცნო თავისი ნაშრომი არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მიმართულებით.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია