ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის 03.08.2015

სოფელი ოლავერდის (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) მაცხოვრებლებს წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდათ სასმელი წყალი. კავკასიური ინსტიტუტის პროექტის "ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის" ფარგლებში შესაძლებელი გახდა ამ პრობლემის მოგვარება ინოვაციური მეთოდით.
ინსტიტუტმა ოლავერდის თემს საჩუქრად გადასცა წყალსაქაჩი ტუმბო "ირეკსონი", რომელიც ელექტროენერგიის გარეშე ავსებს სასმელი წყლის აუზს. ეს ინიციატივა საუკეთესო მაგალითია სათემო მობილიზაციის. ოლავერდელებმა საკუთარი ფულით შეიძინეს სისტემისთვის საჭირო მილები და თავად დააყენეს წყალსაქაჩი, რომლის ამუშავებაშიც მათ ბატონი სოსო ნარჩემაშვილი - ტუმბო "ირეკსონის" შემქმნელი - დაეხმარა.
ოლავერდის გამოცდილება მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია იმ სოფლებისთვის, რომლებშიც სასმელი წყლის პრობლემა წლების მანძილზე გადაუჭრელია ელექტროწყალსაქაჩის სიძვირის და დახარჯული ელექტროენერგიის მაღალი საფასურის გამო.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია