დღეს კავკასიური ინსტიტუტი იუბილარია.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია და არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მაგრამ ის არ არის ნეიტრალური, პოლიტიკური ღირებულებების თვალსაზრისით. საჭიროების შემთხვევაში ის მონაწილეობს ლიბერალური დემოკრატიის მხარდამჭერ სამოქალაქო ინიციატივებში.
სრულად ნახვა ...
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში დასრულდა პროექტი “სამოქალაქო განათლება 2015”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ვებ–პორტალი www.shenmartav.ge, რომლის საშუალებით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ და აქტიურად ჩაერთონ საქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ოთხი თვითმმართველი ქალაქის –ახალციხის, ბათუმის, გორის , რუსთავის–მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.
სრულად ნახვა ...
13 ივლისს კონრად ადენაუერის ფონდის თბილისის ოფისში გაიმართა „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ სალექციო კურსის საზეიმო დახურვა. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და გამოვლინდა კურსის ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსის სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ ფასიანი პრიზებით.
სრულად ნახვა ...
პროექტი: - "ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის" მიზანია საქართველოს ოთხ რეგიონში განვითარებასა და სიღარიბის დაძლევაში წვლილის შეტანა ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურების და შერჩეული პრობლემის მოგვარებაზე მიმართული კონკრეტული ინიციატივების განხორციელების გზით.
სრულად ნახვა ...
|
გამოცემები ...
|