ესეს კონკურსში "მე და არჩევნები" ჟიურიმ გამოავლინა 15 გამარჯვებული. კონკურსში  პირველ ადგილზე გავიდა დავით ჟორჟოლიანი, მეორეზე - ზაზა ზანგურაშვილი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ნუცა ღულაძემ.

სრულად ნახვა ...

26-30 იანვარს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროექტის წერა და დონორებთან მუშაობა”. ტრენინგის მონაწილეები იყვნენ საქართველოს 4 რეგიონის: აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლები. რეგიონული შეხვედრები ტარდება კავკასიური ინსტიტუტის პროექტის: „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში, Brot für die Welt-ის პარტნიორობით.

სრულად ნახვა ...

მცხეთის სასწავლო ცენტრში არსებული ახალგაზრდების განვითარების პროგრამის ფარგლებში, მორიგი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „კულტურული მრავალფეროვნების როლი დემოკრატიულ პროცესებში“. ტრენინგს უძღვებოდა კავკასიური ინსტიტუტის (CIPDD) საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი - რუსუდან აფციაური.
"უმნიშვნელოვანესია, რომ ახალგაზრდები ვაცნობიერებდეთ კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების დადებით მხარეებს, პატივს ვცემდეთ განსხვავებულ ადამიანებს და ერთად, თითოეული ადამიანის უნიკალურობის გათვალისწინებით " - ასეთია მონაწილეთა აზრი... 

სრულად ნახვა ...

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა CIPDD-მ, გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება აჭარაში მცხოვრები ქალებისა და შშმ პირების გასაძლიერებლად. პროექტში ჩართვა შეუძლიათ 16 წელზე მეტი ასაკის ქალებს და შშმ პირებს აჭარიდან. პროექტის მიზანია 16 წლიდან ქალებისა და შშმ პირების ხელშეწყობა მათი უნარების წარმოსაჩენად, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩასართავად, ბიზნესკავშირების დასამყარებლად.16 წელზე მეტი ასაკის ქალებსა და შშმ პირებს აჭარიდან პროექტში მონაწილეობის მისაღებად ან დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროექტის გუნდს ტელეფონის ნომრებზე: 593 30 87 55; 593 30 71 55.

 

სრულად ნახვა ...

პირველი | წინ | 63 | 64 | 65 | 66 | 67 |  68 
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია